ამ წუთებში შანხაის დასახლებაში, პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ორ მოწმეს კითხავენ.
როგორც კომისიის წევრმა სოფო კილაძემ გამოკითხვის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი მოწმის გამოკითხვის შემდეგ, კომისიას იმედი აქვს, რომ ბევრ კითვას გაეცემა პასუხი.
"დღეს არის ა.ს - და მ.კ-ს გამოკითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ. ჩვენ გვგონია, რომ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ოპოზიციას აქვს და ამ არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ამ საქმეში და იმ დასკვნაში, რომელსაც კომისია გასცემს", - განაცხადა სოფო კილაძემ