დავით ჭიჭინაძე ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ხვდება

14:47 07-24-2018
129

უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც პარტიიდან გარიცხეს, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ხვდება. მისი განმარტებით, შეხვედრის ინიციატორი საელჩოა.

"ალბათ, მიმდინარე მოვლენებს შეეხება საუბარი. ჩემი გარიცხვის შესახებ ინფორმაციას რა მიწოდება უნდა, ვფიქრობ, ჩემი გარიცხვის შესახებ ალბათ, სხვებმა უფრო მეტი იციან, რადგან ჩემთვის მართლა გაუგებარია არგუმენტები, რასაც ასახელებენ"- განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მისი გარიცხვის თაობაზე პოლიტსაბჭოსთვის მიმართვას, განმარტავს, რომ ჯერ უმრავლესობის წარმომადგენლებთან და ამომრჩეველთან კონსულტაციებს გადის, შემდეგ მოიფიქრებს:

"შემიძლია მიმართვა. უბრალოდ არ მიმართავს, ვადა მაქვს და ვფიქრობ, გამოვიყენო თუ არა. სხვადასხვა კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდები და მივიღებ გადაწყვეტილებას“, – დასძინა ჭიჭინაძემ.

ავტორი: