სამთო მაშველებმა, თეთნულდზე, უკრაინელი ტურისტის ცხედის ამოტანა მოახერხეს (ვიდეო)

15:20 07-24-2018
92

თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა ​დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტის გვამი პროზექტურაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. 

უკრაინელი ევგენი ალექსანდროვი ექვსი დღე-ღამის განმავლობაში იძებნებოდა. 

ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. 18 ივლისს, სამთო-მაშველებმა,  ერთი მათგანის გამოყვანა უვნებლად შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.



ავტორი: