საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთისთვის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

18:59 07-24-2018
150

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივანს, იანის კაპაკისს მხარდაჭერას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას სთავაზობს:

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია. 

ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს. 

გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში - ნათქვამია განცხადებაში.

საბერძნეთში, ტყის ხანძრების გამო, რომელიც მოგვიანებით ქალაქსაც მოედო, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია სატელეფონო ნომერზე +306995779793.

 

 

 

ავტორი: