შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ნ.ა. 24 ივლისს, ახალციხეში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
თბილისში, ვარკეთილის მე-6 კვარტალში, 22 წლის მამაკაცი ორი დღის წინ დაჭრეს.