საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

10:49 07-25-2018
200

საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ხანძარს 74 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები და ბავშვებიც.ასევე გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც, რომელიც 187-ს აღწევს, მათ შორის 23 ბავშვი. 

შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, საბერძნეთში, სტიქიის ცენტრში მდებარე ზღვისპირა სოფელში მატი 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საბერძეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია საელჩოს ცხელი ხაზი +306995779793.