იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს, ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს - სოფო კილაძე

11:00 07-25-2018
96

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მედიასთან, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ ძალიან არგუმენტირებული და სწორი იყო.

სოფო კილაძის თქმით, სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან მისი შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის.

"ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.

სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია!", - აცხადებს სოფო კილაძე.