საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო ქაცარავა თვლის, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშბილისგან გასაკვირი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
სოფო ქაცარავა გუშინდელი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან მისთვის საინტერესო გზავნილებს ასახელებს:
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება: - პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად.
ასევე, ძალიან სწორი შეფასება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
- გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
- დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში", -აცხადებს ფოსო ქაცარავა.