დემი ლოვატო სავარაუდოდ, ჰეროინის ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს

11:22 07-25-2018
392

ამერიკელი პოპ მომღერალი დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირებაზე ეჭვის გამო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰოლივუდში მდებარე საკუთარი სახლში გახდა ცუდად. 

პოლიცია ლოვატოს სახლის მისამართიდან 25 წლის ქალის საავადმყოფოში გადაყვანას ადასტურებს. 

TMZ-ის ინფორმაციით, მომღერალი უგონო მდგომარეობაში იყო. 

ლოვატოს წარმომადგენელის განცხადებით, მომღერალი გონს მოვიდა და მისი ოჯახი მადლობა უხდის მათ, ვისაც დემის მხარდაჭერას უცხადებს და ლოცულობს მისთვის.