საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ორი პოლონელი ტურისტია. დაშავებულითა რიცხვი 156 ადამიანამდე გაიზარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ბოლო ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრების 47 კერა დაფიქსირდა. ხანძარი საბერძნეთში, 23 ივლისს გაჩნდა და ამ დრომდე ებრძვიან.