"2000 წლიდან მართლა დედა უტირეთ თბილისს" - ცხარე კამათი საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)

13:37 07-25-2018
76
თეგები: საკრებულო

თბილისის საკრებულოში, გაერთიანებული კომისიების სხდომა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გეგმას იხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

საკრებულოში ერთმანეთს უმრავლესობის წევრი საკრებულოდან, რევაზ სოხაძე ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდა.

ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებუთრებით 2000 წლიდან, მართლა დედა უტირეთ ამ ქალაქს თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. თქვენი ხელისუფლების დროს ბევრი რამე უკანონოდ გაიყიდა და გასხვისდა, რაც არ უნდა გასხვისებულიყო, აი ამაშია პრობლემა, - მიმართა რევაზ სოხაძემ ნაციონალური მოზრაობის წევრებს, რასაც ნაცმოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქმედი პრემიერი, მამუკა ბახტაძე იყო ცენტრ ფოინთის დირექტორი, რევაზ სოხაძე კი თავად იყო დეველოპერი და თუკი კითხვები არსებობს მას დაუსვან.

 

ლელა მდივანი