ზაზა სარალიძემ საქველმოქმედო ფონდი "დათუჩა" დააფუძნა

14:12 07-25-2018
308

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს 25 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეა. 

"გილოცავ მამი დაბადების დღეს

25 ივლისი დავით სარალიძის დაბადების დღეს, მთელი მისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დათო მზად იყო სიკეთისა და გარშემომყოფთა დახმარებისთვის. იმისათვის, რომ დავით სარალიძის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგაც მუდამ სიკეთესთან იყოს დაკავშირებული გადავწყვიტე შემექმნა “საქველმოქმედო ფონდი – დათუჩა” .
რომლის მიზანიც სასწრაფოდ საოპერაციო, სამკურნალო და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება იქნება. მათი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა. 
შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისათვის, რომელიც მიმართულია დაავადებულ და სოციალურად გაჭირვებულ ბავშვთა დასახმარებლად. დახმარების გაწევა, იმ ოჯახებისათვის, რომელნიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ეს დამოუკიდებლად განახორციელონ.
ფონდი დახმარებას განახორციელებს მათ შორის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გადასაცემად. იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც სამოსითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარებას საჭიროებენ.

სამართლიანობისათვის ბრძოლის განმავლობსში კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ის პრობლემები რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. არაერთი ოჯახია რომელთაც მკურნალობის შესაძლებლობა არა აქვთ, არაერთი ოჯახია რომელთაც ჩასაცმელი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არა აქვთ.
ფონდი დაეხმარება ასეთ ოჯახებს.

საზოგადოებას ფონდი სისტემტიურად მიაწვდის ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ აქტივობაზე, რასაც ფონდი გეგმავს, რომ განახორციელოს და ასევე იმაზე რასაც ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი ყოველთვიურად. მათ აქვთ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში უშუალოდ ჩერთონ მომდინარე ან დაგეგმილ პროექტებში და ასევე ფონდის ნებისმიერ საქმიანობაში.

ყოველი წლის 25 ივლისს დათუჩას დაბადების დღეზე. საქველმოქმედო ფონდში დახმარების შინაარსით შემოსული წერილების განხილვის შემდეგ ფონდი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ბენეფიციარის გამოვლენის თაობაზე, რომელის საჭიროებასაც მოხმარდება დაგროვილი შემოწირულობა.

რაც შეეხება ფონდის შემოსავლებს ეს იქნება:
• შემოწირულობები, რომელთა ოდენობებიც არ არის შეზღუდული და ნებაყოფლობითია;
• უსასყიდლოდ გაწეული ნებისმიერი სახის მომსახურება, ნებისმიერი სახის არამატერიალური დახმარება ფონდის მიზნების მისაღწევად.
• ნებისმიერი სახის მატერიალური დახმარება მათ შორის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გადასაცემად" - წერს ზაზა სარალიძე.