გენგეგმის განხილვას, სჯობს მივიღოთ ბიძინა ივანიშვილი და იმან გვიკარნახოს დედაქალაქში სად და როგორ გავაკეთოთ - ხაბეიშვილი

14:21 07-25-2018
82

"კანონში წერია ერთი, გენგეგმა მეორეს გვეუბნება და ბიძინა ივანიშვილი მესამეს აკეთებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საკრებულოდან, ლევან ხაბეიშვილმა, ჟურნალისტებთან,  საკრებულოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას იხილავენ. 

ხაბეიშვილმა "პანორამა თბილისის" შესახებაც ისაუბრა, რომელიც გენგეგმაში შემავალი ერთ-ერთი პროექტია და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმის მიხედვით, აღნიშნული პროექტი, არის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რაც მისი თქმით იმას გულისხმობს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც "პანორა თბილისი" შენდება, მინიმალური კონსტრუქციის მშენებლობაც კი არ შეიძლება და თუ იმ ტერიტორიაზე (თაბორის მთა) რაიმეა აშენებული, დემონტაჟი უნდა მოხდეს.

თუმცა აქვე ხაბეიშვილი განმარტავს, რომ მერიამ ეს პროექტი მართებულად მიიჩნია და მისი მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. 

" ბიძინა ივანიშვილის პროექტი (პანორამა თბილისი) მერიამაც მოიწონა. ეს არის ისტორიული ლანდშაფტის ზონა. ანუ არანაირი მშენებლობა იქ არ შეიძლება. თუ მშენებლობაა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, თუმცა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მშენებლობას არავინ დაუნგრევს, კარგად ვიცით და რას ვღებულობთ: კანონში წერია ერთი, გენგეგმა გვეუბნება მეორეს და მესამეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. მაშინ გენერალური გეგმის განხილვას, მივიღოთ ბიძინა ივანიშვილი და იმან გვიკარნახოს დედაქალაქში სად როგორ გავაკეთოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ლელა მდივანი