ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კვლავ არასრულწლოვნებს კითხავენ

20:16 07-25-2018
109

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კვლავ არასრულწლოვნებს კითხავენ. გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანთა ჩვენებებსა და ამოღებულ სხვა მტკიცებულებებს შორის შეუსაბამობები გამოვლინდა:

"გვინდა, ყველა დეტალი დაზუსტდეს, რათა ყველა არასრულწლოვანს კიდევ ერთხელ მიეცეს შესაძლებლობა, თქვან სიმართლე. ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც შესაძლებელია, დაზუსტდეს და აღდგეს გარკვეული ფაქტები. ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დადგინდეს ის სურათი, რომ ობიექტური საფუძველი შეექმნას დასკვნას, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება. ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ ისინი პოლიციაშიც იმყოფებოდნენ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს. გვინდა, რომ ეს ჩვენებები დაზუსტდეს. 

არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას. მათ აქვთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომისიის სხდომაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები: მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე გამოკითხეს.

ავტორი: