პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი, არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართული ოცნება" შეუმდგარი ნაწარმოებია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელი ინტერვიუ მან "იბერიას" ეთერში შეაფასა:
"ივანიშვილი ხელოვნური ფიგურა არ არის. მას სჯერა თავის თავის. იმ შეცდომებისაც, იმ წარმოსახვითი სამყაროსიც, რომელსაც ხედავს. როგორც მწერალი ქმნის ხოლმე ნაწარმოებს, ისე შექმნა "ქართული ოცნება" და გაგონება არ უნდოდა "ქართულ ოცნებაზე" არაფერი ცუდის. იმიტომ, რომ თავისი შინაარსის გაბანკროტებაა, როდესაც აღმოაჩენს, რომ რასაც ის ამ წლების განმავლობაში ცდილობს, არის შეუმდგარი ნაწარმოები. "ქართული ოცნება" ივანიშვილისთვის, არის შეუმდგარი ნაწარმოები.
ის, რაც გუშინ ივანიშვილმა გამოხატა, ალბათ იყო ის, რაც უნდოდა, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა. რამდენად მიაწოდა და დაუჯერებენ ეს სხვა არის, რადგან იგივე შეცდომას იმეორებს, რომ დემოკრატია შექმნას და არანორმალურ დემოკრატიის სფეროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენ არ გვაქვს. პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი, რაღაცეებს მაინც ვერ აცნობიერებს, ვერ ხედავს. პირველ რიგში, არ აცნობიერებს იმას, რომ "ქართული ოცნება" იმაზე მეტად უნდა მოიშოროს, თავის თავიდან, ვიდრე ნებისმიერ ოპონენტს უნდა ებრძოლოს. "ქართულ ოცნებაზე" დიდი მტერი დღეს ბიძინა ივანიშვილს არ ჰყავს" - განაცხადა გამზარდიამ "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას.