დაიკითხება თუ არა ყოფილი პრემიერი - როგორია მამუკა ბახტაძის პოზიცია

13:39 07-26-2018
108

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგი გამართა. საკუთარი სიტყვის დასრულების შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვა მოხდეს, მამუკა ბახტაძემ ასე უპასუხა: 

"საგამოძიებო ორგანოებმა გააკეთეს ძალიან პირდაპირი და სწორი განმარტება და მეც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, როდესაც არსებობს კითხვები, ამ კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა პოზიციაზეა. ეს მეც მეხება, ჩემს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არის ან ყოფილ კოლეგას. ბუნებრივი მომენტია და ამ თემების გარშემო კითხვის ნიშნების არსებობა არ არის საჭირო" - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორი: