ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რიგ შემთხვევაში სავალუტო ფონდის კვლევები არ ქვეყნდება.
ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა სავალუტო ფონდის კვლევის დამალვის შესახებ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ფინანსთა მინისტრი განმარტავს თუ რა შემთხვევაში არ ხდება კვლევის გასაჯაროება. ამასთან მან ჟურნალისტებს მოუწოდა, გაეცნონ 2018 წლის 27 ივნისის მიმოხილვას, რომელიც, მისი შეფასებით, "ბოლო წლებში და შეიძლება საქართველოს ისტორიაშიც ყველაზე საუკეთესო დასკვნაა". შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტა, საუბარი IMF-ის 2016 წლის კვლევას შეეხებოდა.