მწვავე ეთერი - ჟურნალისტის კითხვა ზაზა გაბუნიას : რაში არ ეთანხმებით ბატონ ბიძინა ივანიშვილს

16:56 07-26-2018
86

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ პარტიის თავმჯდოამრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" შეაფასა.

"მე და საზოგადოებას გვქონდა საშუალება მოგვესმინა და გვენახა, რამდენად სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში ოპოზიციური აზრი. რამდენად დისკრედიტირებულ, არაკვალიფიციურ, აზრებს, შეხედულებებს, იდეებს წარმოადგენს ოპოზიციური აზრი. არ გულისხმობს კვალიფიციურობას, იდეალებს, არ გულისხმობს ალტერნატივებს, მომავლის ხედვებს, პროგრმას, კონკურენტუნარიანობას და შეჯიბრებითობას. ოპოზიციური აზრი დიდწილად საქართველოში გულისხმობს პერსონალურ ბოღმას, შურს, გაუტანლობას. არ შეიძლება ოპოზიციონერის კრიტიკა, რიტორიკა, წარმოსახვა შეხედულებები და განცხადებები აგებული იყოს სიძულვილზე. ამიტომაც არის ოპოზიცია საქართველოში ძალიან სუსტი.

ნუ ეწყინება ნურც ერთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას, როდესაც არჩევნებზე საზოგადოება გააკეთებს მკვეთრად უარყოფით შეფასებას მათ მიმართ" - განაცხადა გაბუნიამ.

ბიძინამ ძალიან სწორად გააანალიზა და ჩამოთვალა რატომ შეიცვალა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება. ამავე ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.