გუშინ საღამოდან მოყოლებული, გერმანიაში ხანძარს ებრძვიან. ტყის მასივზე მოდებული ცეცხლი შესაძლოა დასახლებულ პუნქტამდეც მივიდეს.
სტიქიის კერები ერთ-ერთ ავტომაგისტრალთან არის ახლოს, ამიტომ ქალაქ პოსტდამსა და ლაიფციგს შორის დამაკავშირებელი გზატკეცილი უკვე გადაიკეტა. იქვეა სოფელი ფიხტენ-ვალდეც, საიდანაც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო. სოფელი ბერლინიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
საერთო ჯამში, როგორც Bild-ი იუწყება, ტყის ხანძარმა 130-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე გადაწვა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეხანძრეებს რეგიონში არსებული მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. ცეცხლის ლოკალიზებას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.