მომღერალი ირმა სოხაძე არ ეთანხმება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მთელ ქვეყანას ორი ბანკის ვალი აქვს და "ორმა ბანკმა შეჭამა ქვეყანა".
ამის შესახებ ირმა სოხაძემ "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" ისაუბრა და მაგალითად საკუთარი სამეგობრო მოიყვანა, რომელსაც ბანკებში სესხი არ აქვთ.
"მე არ მაქვს მაგალითად არცერთი ბანკის სესხი და ძალიან ბევრ ჩემს ახლობელს არ აქვს. მთელი საქართველო არ არის ვალში ბანკებთან, ესეც არ არის მართალი. რატო უნდა მქონდეს სესხი?! სამეგობრო ძალიან საშუალო ფენა ვართ, არ ვიღებ ვალებს მესამე და მეხუთე ბინისთვის. ერთი ბინა მაქვს და მანდ ვცხოვრობთ 45 წელია მე და ჩემი მეუღლე", - განაცხადა ირმა სოხაძემ.