დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს - ირაკლი აბესაძე

19:41 07-28-2018
66

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, საჭირო იყო არასრულწლოვნების თავის დროზე გამოკითხვა. 

"დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კიდევ უფრო ნათლად და მეტ დეტალზე ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, რომ ახალი ვერსია გვაქვს. ამ ახალი ვერსიის გადამოწმება გამოძიებამ უნდა დაიწყოს და რაც მთავარია ძალიან მოკლე ვადაში დაასრულოს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ თავის დროზე ყოფილიყვნენ ეს არასრულწლოვნები გამოკითხულები, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ივნისის ბოლომდე გამოკითხული არ იყო. ამ საგამოძიებო მოქმედებებში დაშვებული შეცდომების გამო, სამწუხაროდ, 8 თვის შემდეგ გვიწევს ახალ გარემოებებსა და ვერსიებზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.