ხანძარი კალიფორნიაში - მსხვერპლის რაოდენობა თანდათან იზრდება

11:20 07-29-2018
151

ერთი კვირის წინ გაჩენილ ხანძარს, კალიფორნიაში, მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მეხანძრე გუშინ დაიღუპა. 17 ადამიანს ეძებენ.

მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა. ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. გადამწვარია 20,000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. 

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტყის მასივებში მასშტაბური ხანძრის გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმი შტატისთვის ფედერალური, ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა.

ავტორი: