ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

12:54 07-29-2018
1130

იაპონიაში სტიქიას ებრძვიან. ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუსს ძლიერმა ტაიფუნმა „ჯონდარი“ გადაუარა. რეგიონში გადაუღებლად წვიმს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შტორმის შედეგად, 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც დაშავდა. 150 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტიქიის ზონიდან 40 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე მოახერხეს. გადაუღებელი წვიმის გამო, ფიქრობენ, რომ მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. მეწყერს და წყალდიდობებს მეტეოროლოგები ისევ იმ რაიონებში ელოდებიან, სადაც ივლისის დასაწყისში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ავტორი: