თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ვიდეო)

14:14 07-29-2018
235

თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

დამწვარია 200 კვ. მ. ფართი. მჭიდრო დასახლებია გამო, არსებობდა ხანძრის გავრცელების საშიშროება მეზობელ სახლებზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი მეზობელ სახლებს არ გადაედო.

ადგილზე მუშაობს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.



ავტორი: