მიწისძვრის შედეგად ჩახერგილმა გზებმა, ინდონეზიაში, 200-ზე მეტი ადამიანი მთაზე ჩატოვა

10:34 07-30-2018
74

ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად, გზები ჩაიხერგა. 200-ზე მეტი ადამიანი მთაზეა ჩარჩენილი. მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივებთან ერთად მთა რინჯაზე, ფრანგი, ტაილანდელი და ჰოლანდიელი ტურისტებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, 29 ივლისს, გამთენიისას, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დრო და დრო მეორდებოდა. სტიქიას, ნგრევა მოყვა. დაღუპულია 14 მოქალაქე. ეპიცენტრი კუნძულ ლომბოკზე იყო.

ავტორი: