კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან კანონის შესაბამის რეაგირებას - ოთო კახიძე ადიგენში მომხდარ ინციდენტზე

12:29 07-30-2018
94

"ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში, პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ, ადიგენის რაიონში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატის ცემის ფაქტზე ბრიფინგი გამართა. კახიძე აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მმართველმა პარტიამ პასუხი უნდა აგოს:

"პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ჩვენ, "ევროპული საქართველო“ კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან კანონის შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე. მათ მიწოდებული აქვთ ყველა ინფორმაცია და იდენტიფიცირებულები არიან თავდამსხმელები. ზურაბ შაინიძეს „ოცნების“ აქტივისტებმა იმდენად სცემეს, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დეპუტატს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს. მაჟორიტარი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. საქმე ეხება სოფელ ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შუამთობის დღესასწაულის შემდეგ სტადიონზე მომხდარ ინციდენტს. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის განცხადებით, კი "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადება, თითქოს, ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს, პროვოკაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადება გააკეთეს "ქართულ ოცნებაშიც". პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიგენში ინციდენტი  ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.

ავტორი: