ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. ქალაქში ჭორი გავრცელდა რომ მომღერალი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი“ მიიყვანეს. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.
მაგდა ჯოხაძე:
- მაგდა, ანრის ამბავი გვაინტერესებს, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესო, გავიგეთ...
- უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა.
- სამსახურში გახდა ავად?
- არა. სახლში. რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას.
- ჯანმრთელობას გისურვებთ. ველოდებით კლიპის პრემიერას.
- დიდი მადლობა. აუცილებლად მოგიწვევთ. სუპერ კლიპი გამოდის. უბრალოდ ეს რომ რამეს აკეთებს, არც ძილი ახსოვს, არც ჭამა არც სამყარო. დაშოკილი ჰყავს ორგანიზმი.