მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ჭუბერის სტიქიასა და ლენტეხში, გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდნენ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ

14:17 07-30-2018
89

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ჭუბერის სტიქიასა და ლენტეხში, სოფელ ზესხოში ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდნენ, ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

5 ივლისს, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება გამოიწვია. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ხიდები წალეკა. მეხანძრე მაშველები სტიქიას თავდაუზოგავად ებრძოდნენ. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 11 ივლისს გაჩნდა. 

ხანძრის ლიკვიდირებას 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ.

ხუთდღიანი სამუშაოების შემდეგ, ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა.

 

ავტორი: