ტერორიზმის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

15:06 07-30-2018
105

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

2018 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ექვსი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ამ ეტაპზე გამოაცხადა მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. კანონით დადგენილ ვადაში, სახელმწიფო ბრალდებას ჩაბარდება განაჩენი სრული მოცულობით და გაეცნობა ბრალდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნის დასაბუთებას.

სასჯელის ნაწილში, საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში” - განუცხადეს პრაიმტაიმს პროკურატურაში.

ავტორი: