თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი დააკმაყოფილა.
სასამრთლო სარჩელს მაისიდან განიხილავდა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდება.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადოს ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამ შემთხვევაში, მან უარი უნდა თქვას გირჩის ლიდერების მიერ უკვე მოგებული საქმის (#732) ლოგიკაზე.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, თუ ამ საქმეს მოიგებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, მარიხუანა საქართველოში სრულად ლეგალურიიქნება:
“ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი – ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან!
კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა, იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების, ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში, და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია, თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.