იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
მოსამართლეებისთვის სულ 43 ვაკანტური ადგილია თავისუფალი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ასევე, ყოფილ მოსამართლეებს, და იმ პირებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ იუსტიციის სკოლის სრული სასწავლო კურსი.
განაცხადების მიღება 6 აგვისტოდან დაიწყება და 26 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.