,,სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს თაკო ჩარკვიანი და ფეისბუქის გვერდზე პოსტს ავრცელებს:
"არავითარი პოზიციის შეცვლა, ვრცელდება სრულიად მცდარი ინფორმაცია, თითქოს ვაშაძის საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით, რაიმე დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, რაც სრული ბოდვაა, ჩემთვის პირადად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ნომერს, მე მხარს ვუჭერ ერთ ინდივიდს, პროფესიონალს და გონიერ- გრიგოლ ვაშაძესს. ისე აირია მონასტერი, ვინ სად გადაიპორტირა ქართულმა ,,ოცნებამ”, კაცმა არ იცის ,,ვისი ვიოლინო ვის როიალშია” 41 ნომერს. გადაპორტირებული უშიშროების ,,მოადგილეები” უზის უმრავლესობაში. ასე, რომ არანაირ ნომერს ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს- პიროვნებას კი ბატონო, მე ვირჩევ პიროვნებას. უნდა მოიხსნას ეს უძრაობა ქვეყანაში, ეს ქვეყანა უნდა გავიდეს ფონს, გაერთიანდება და ამას ვერავინ დაუდგება წინ. ჩემი პოზიცია მყარი და უცვლელია", - წერს თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანი: ,,ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე"
