ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ კანცელარიაში გამოუძიებელი საქმეები მიიტანეს (ვიდეო)

12:06 07-31-2018
167

"სამართლიანი რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ კანცელარიაში მათი თქმით, არასწორად გამოძიებული 30-მდე საქმე მიიტანეს.

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა კანცელარიაში შვილმკვდარ მშობლებთან ერთად მივიდნენ. ისინი ითხოვენ, პირადად დაინტერესდეს პრემიერ-მინისტრი აღნიშნული საქმეებით და გახდეს ინიციატორი იმისა, რომ საქმეების გამოძიება ხელახლა დაიწყოს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მაღალი პირების ჩართულობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შემთხვევაში და მთავარი პროკურორის ჩართულობის შემთხვევაში, ამ საქმეებზე იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით მოქალაქეთა განაცხადების მიღება, გასულ კვირას დაიწყეს.