ბექა წიქარიშვილს სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

13:15 07-31-2018
102

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მაისის ღამეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის დაკავების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული დავა განიხილა. სასამართლომ წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა.

წიქარიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.