"სირცხვილია საკონსტიტუციოს გაუ...ო პარლამენტარმა, ხალხი იხოცება და ხელი არ გაუნძრევია პარლამენტს..." - დავით სუბელიანი

13:56 07-31-2018
201

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზებას, სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოჰყვა. 

პარლამენტარი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა განმარტოს:

"საკონსტიტუციო სასამართლომ კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს თავის გადაწყვეტილება მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ასე ერთგვაროვანი და ცალსახა არაა ეს თემა და პასუხს მერე პარლამენტისგან ითხოვს...

ეს ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გასცეს მაშინ პასუხი მოსახლეობას მთელს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საკონსტიტუციო სასამართლომ", - წერს ლევან კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. 

დეპუტატს "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა დავით სუბელიანმა უპასუხა:

"სირცხვილია საკონსტიტუციოს გაუტრაკო პარლამენტარმა ამ ვითარებაში. ხალხი იხოცება და ხელი არ გაუნძრევია პარლამენტს - ამ დროს შველას ვეძებთ ყველა საკონსტიტუციოებით. მიგეხედათ კანონისთვის, ეს ტალღა საჩივრების არ მოგვიწევდა. ჯერ სად ხართ -ძალიან კარგ გაკვეთილს მიიღებს საქართველო ამ პროცესში თუ როგორ არ უნდა აკეთოს პოლიტიკა. გვყავს გადამგდები ოცნება და გვყავს სასამართლო, რომელიც კონსტიტუციას არ გათელინებთ ფეხქვეშ.... ასე კობახიძისთვის დაგესვათ კითხვა, მაშინ როდესაც მან ვერ დაინახა ხეირი ამ რეფორმაში - ძალიან კარგი იქნებოდა. დაჟე შეგახსენეთ, თქვენ მაშინ ძველბიჭურად შემომიტიეთ, კოლეგაზე აუგი არ ითქმისო. ითქმის თქვენზე ყველაზე, ვერ ამართლებთ ჩვენს მოლოდინებს".