NDI: გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე

11:25 08-01-2018
95
თეგები: არჩევნებიNDI

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს. გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 5% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1 % კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.  კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.