რა მნიშვნელოვანი და საინტერესო შედეგები გამოიკვეთა NDI-ის კვლევით - ლორა თორნტონის განმარტებები

12:17 08-01-2018
158

NDI-მ საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. 

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ ამ გამოკითხვამ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო შედეგი გამოკვეთა.

"პირველ რიგში, მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარებით. წუხს ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებულია ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, მოსახლეობა ამ ზრდას საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა იზრუნონ, რათა ეს ზრდის მაჩვენებლები აისახოს მოსახლეობის ცხოვრებაზე" - განაცხადა თორნტონმა.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აზრით, გაუმჯობესება შეინიშნება ისეთ საკითხებში, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები და უმცირესობათა უფლებები, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ გაუარესებას შენიშნავს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: სიღარიბე, კრიმინალი, კორუფცია და ა.შ

ასევე, კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მოსახლეობა წუხს, გარემოა:

"საინტერესო იყო ამ კვლევაში ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, გაუარესებულია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხების სიმწვავე განსაკუთრებით თბილისში შეინიშნება. თბლისის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ადარდებს ჰაერის დაბინძურება, ის მშენებლობები და კონსტრუქციები, რომელიც მათ გარშემოა და საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ხდება" - განაცხადა თორნტონმა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, პრობლემაა არჩევნების კუთხითაც, რადგან მაჩვენებელი, რომელიც ამ კვლევამ აჩვენა, ბოლოს წლების მიხედვით, ყველაზე მაღალია. ხალხმა არ იცის, ვის მისცეს ხმა:

"მოსახლეობის თითქმის 75% ამბობს, რომ ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რომელიც ბოლო წლებში დაფიქსირებულა ჩვენს კვლევებში. ძალიან მაღალი მხარდაჭერა არცერთი პარტიის კანდიდატს არ აქვს.

საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილის მონაწილეობის შემთხვევაში, სურათი ოდნავ იცვლება, როდესაც პირველ ტურზეა საუბარი. ხოლო, რაც შეეხება მეორე ტურს, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ინარჩუნებს თითქმის ერთნაირ მაჩვენებს ყველა სხვა ოპონენტის წინააღმდეგ, პრეზიდენტი მარგველაშვილის შემთხვევაში, მათი რიცხვები საკმაოდ უახლოვდება და უთანაბრდება ერთმანეთს" - დასძინა თორნტონმა.

ავტორი: