აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა - „გმირი“ - ამჯერად ოთხოზორია-ტატუნაშვილის ადამიანური ისტორიებით - კიდევ ერთხელ გამოიცა

13:03 08-01-2018
139
თეგები: გმირი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. “პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი “გმირი“ გამოსცა. წიგნი აერთიანებს როგორც ხუთდღიან ომში,  ასევე სხვადასხვა მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ადამიანურ ისტორიებს. მოგვითხრობს მათ ბავშვობაზე, ოცნებებზე, სამშობლოსადმი დამოკიდებულებაზე. 

ნიშანდობლივია, რომ „გმირი“ ასევე, მოგვითხრობს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილზე. “პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და პროექტ “გმირის“ იდეის ავტორი თამარ ფხაკაძის შეფასებით, მათი ისტორიები „კიდევ ერთი ხმამაღალი პროტესტია ჩვენი მხრიდან ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ. 

გიგა ოთხოზორია სამოქალაქო პირი გახლდათ, მაგრამ ჩვენ აუცილებლობად მივიჩნიეთ მისი ისტორიის ამ გამოცემაში შეტანა, რადგანაც მისი სახით გვინდა, პატივი მივაგოთ ყველა იმ უდანაშაულო ადამიანს, ვინც საოკუპაციო რეჟიმს შეეწირა. გიგას ისტორია კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია იმისა, რამდენად ტრაგიკული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უსამართლობას ადამიანის ბედზე, როგორ შეიძლება მან ნებისმიერს დაუნგრიოს ცხოვრება...გიგა ოთხოზორიას სახით ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვისი ოცნებებიც ოკუპაციამ გაწყვიტა..., - წერს თამარ ფხაკაძე წიგნის შესავალში. 

პროექტი “გმირი“ თამარ ფხაკაძის ინიციატივით 2009 წელს განხორციელდა. გმირების შესახებ რეალური ისტორიები გაზეთ პრაიმტაიმში იბეჭდებოდა, 2010 წელს უკვე პირველი წიგნი გმირი გამოიცა.