ვიცი, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე - ლუკა კალანდია

15:09 08-01-2018
3207

საპარალამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია გამოჰკითხეს. შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა. 

ლუკა კალანდიამ, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება, აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს რა იცის, ან ვისგან:

"კომისიას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. ხორავას ქუჩაზე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, რაც მოხდა. მე ჩემს ძმას არა ხორავას ქუჩაზე, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მივაკითხე.

ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ირგვლივ საპარლამენტო საგამოძიებო დროებითმა კომისიამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უკვე გამოჰკითხეს: პროკურატურის წარმომადგენლები, საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, უშუალო მოწმეები, მეზობლები და გამომძიებლები. კომისია სავარაუდოდ, ამ კვირაში გიორგი გახარიას, თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს. 

ოფიციალური, საბოლოო დასკვნა კომისიამ სექტემბერში უნდა წარადგინოს.

ავტორი: