ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილთან მომავალში თანამშრომლობას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან პოლიტიკურ გეგმებზე არასდროს უსაუბრია და მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდნენ ერთად:
"გიორგი კვირიკაშვილთან ცხოვრებაში არასდროს მქონია პოლიტიკურ სამომავლო გეგმებზე საუბარი. კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვთანამშრომლობდი იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩვენ შეგვეძლო ერთად კონკრეტული საკითხები გაგვეკეთებინა და ქვეყნის მდგომარეობა წინ წაგვეწია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა. მოგვიანებით კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც გაირკვა, ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს მოსახლეობა 28 ოქტომბერს აირჩევს.