გვენეტაძეს არ ჰქონდა არანაირი ბერკეტები და არც სათანადო პატივისცემა თავისი კოლეგების მხრიდან - ნაზი ჯანეზაშვილი

16:28 08-02-2018
131

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძე ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე, მას მიუხედავად თავისი სტატუსისა, არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა სასამართლო სისტემაში:

"ნოემბერში გასულ წელს გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია არავის მხრიდან, მისთვის არავის უკითხავს, თუ რაში იყო საქმე.

მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. იგი იყო თავმჯდომარე, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ რეალურად თავმჯდომარეს არ ჰქონდა არანაირი ბერკეტები და არც სათანადო პატივისცემა თავისი კოლეგების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებდა კლანი, ჯგუფი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას, რომელსაც მიხეილ ჩინჩალაძე ლიდერობს. რეალურად სასამართლო სისტემის თავმჯდომარე იყო მიხეილ ჩინჩალაძე. ფაქტია, რომ სასამართლო სისტემა იმართება სრულიად სხვა ადამიანების მიერ და დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს დადასტურდა" – დასძინა ჯანეზაშვილმა

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დრეს დატოვა. გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

ავტორი: