ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას, თეა წულუკიანს და ირაკლი შოთაძეს გამოჰკითხავს

09:53 08-03-2018
117

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს სწავლობს, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ყოფილ მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძეს გამოჰკითხავს. 

კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ირგვლივ საპარლამენტო საგამოძიებო დროებითმა კომისიამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უკვე გამოჰკითხეს: პროკურატურის წარმომადგენლები, საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, უშუალო მოწმეები, მეზობლები და გამომძიებლები. 

ოფიციალური, საბოლოო დასკვნა კომისიამ სექტემბერში უნდა წარადგინოს.

ავტორი: