ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელ კომისიის სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორი და შს მინისტრი მივიდნენ

11:09 08-03-2018
94

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს სწავლობს, ყოფილი მთავარი პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდნენ.

სხდომა 11:00-ზე უნდა დაიწყოს. რა კითხვები აქვთ კომისიის წევრებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

სხდომის დაწყებამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიასთან სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, იგი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი კომისიის სხდომაზე, მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, დანარჩენზე ვისაუბრებ კომისიის შემდეგ - განაცხადა შოთაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე იგეგმება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსმენაც.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ირგვლივ საპარლამენტო საგამოძიებო დროებითმა კომისიამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უკვე გამოჰკითხეს: პროკურატურის წარმომადგენლები, საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, უშუალო მოწმეები, მეზობლები და გამომძიებლები. 



ავტორი: