საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ოთარ კახიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმის, მიხეილ კალანდიას შესახებ დასვა კითხვა, მას „პოტენციური ეჭვმიტანილი უწოდა“ და მოითხოვა განმარტება, თუ რატომ გაიზიარა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე, ეზოში მოზარდების განლაგების თაობაზე გამოძიების საპირისპირო ინფორმაცია.
ამაზე ირაკლი შოთაძემ ასე უპასუხა: “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ტემრინი „პოტენციური ეჭვმიტანილი“. ეს არ არის იურიდიულად სწორი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სისხლის სამართლებრივ დევნას, პოტენციურ ეჭვებზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება მ.კ. თქვენ პოზიციას და შეფასებას, რომ პროკურორმა გაიზიარა გამოძიების საპირისპირო ვერსია, ეს არის აბსურდი, რადგან გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე, ხოლო პროკურორი გამოძიებასა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე არსებულ და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საკიტხს შორის არ არსებობს“.