ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორი იყო.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე იმ მოტივებზე და მიზეზებზე, თუ რატომ მივიღე 31 მაისს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ჩემთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილების მართებულობაში“, - განაცხადა შოთაძემ.