ირაკლი შოთაძე: „30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა“

14:22 08-03-2018
84

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის წევრი ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.

“ მე მიმაჩნია და ჩემს პოზიციას გეუბნებით, რომელიც მე გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული არის 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 30 დღეში. რომელ ყველაზე ლაპარაკობთ? მე რომ წავიკითხო ეს სისხლისსამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს და მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლისსამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღებია დღესაც“ ,  - უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.