საპარლამენტო კომისიის სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კიტხვებით განახლდა. კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რამდენად სწორი იყო ის სტრატეგია, რაც გამოძიებამ ამ საქმის გამოსაძიებლად აირჩია, რაზეც ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ კონკრეტული სტრატეგია დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკაზე, ასევე გამომძიებლების კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი:
„როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოძიებაზე და სხვა გამოძიებაზე, რომელიც ჩატარებულია ამ გამომძიებლების მიერ, გვავიწყდება ერთი რამ - ეს არიან ის გამომძიებლები, რომლებიც არაერთი წელია იძიებენ მკვლელობის საქმეებს და წარმატებით ართმევენ თავს ამ ურთულეს საქმეს. მათ დადგენილი აქვთ საუკეთესო პრაქტიკა და ის ოპერატიული მოქმედებები როგორ და რა ვითარებაში უნდა ჩაატარონ, ძალიან კარგად იციან. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რაც აქვს ამ დანაყოფს. ეს დანაყოფი ხსნის ათეულობით მკვლელობის საქმეს და ამ საქმეებზე დგება გამამტყუნებელი განაჩენები, ამ რეალობას თვალი უნდ გავუსწოროთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.