ირაკლი შოთაძე: „საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა, არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის, ან შსს-ს პრობლემა“

15:32 08-03-2018
121

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის პრობლემას.

"ეს არ არის ცალკე აღებული არც პროკურატურის და არც შსს - ს პრობლემა. საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა და არავის არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა. ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს არ არის პროკურატურის ან შსს-ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, ის უნდა მივიდეს პოლიციაში და უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც ეხება მირზა სუბელიანს, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან“" - განაცხადა შოთაძემ.

ავტორი: