"ჯერჯერობით ვისვენებ..." - რა გეგმები აქვს ყოფილ მთავარ პროკურორს

16:38 08-03-2018
88

ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. როგორც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამომავლო გეგმებზე უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება. 

"ჯერჯერობით ვისვენებ და უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდები", - ასე უპასუხა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გადადგა. ის საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2010 წლის სექტემბერში კი, მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძო, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბრამდე საქმიანობდა.