„აღარავინ კითხულობს გაღუნულ დანას ან ფარდულს, ეს იყო სპეკულაცია“ - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ხდება ფაქტების დამახინჯება.
"საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ირაკლი შოთაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მკვლელობის თემით ბევრმა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სცადა სარგებელის მიღება, მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დანის გაღუნვა და ფარდულის დანგრევა იყო სპეკულაცია და დღეს ამ თემით არავინ ინტერესდება: „ზუსად ეს საკითხები იყო, თქვენ დღეს დაატრიალეთ ჩემი 31 მაისის ბრიფინგის 2-წამიანი მონაკვეთი, თუმცა ეს ბრიფინგი იყო ერთსაათიანი და ერთი საათის განმავლობაში მე ვცდილობდი საზოგადოებისთვის ამეხსნა, რომ არანაირი დანა გაღუნული არ არის, არანაირად პროკურორებს და შსს-ს ფარდული არ დაუნგრევიათ და ა.შ. სწორედ ამაზე არის საუბარი, როდესაც ხდება ფაქტების დამახინჯება, და დღესდღეობით რატომღაც ამ კითხვებს მე პირადად ლოგიკურად უნდა დაესვათ, მაგრამ აღარც არავინ აღარ კითხულობს გაღუნულ დანაზე, არავინ აღარ კითხულობს დანგრეულ ფარდულზე და ა.შ“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.